"საქართველოს ნაკრებში თამაშით, წიტაიშვილი კარიერას დაინგრევს", - უკრაინული პრესა
უკრაინულმა Gazeta.ua-მ გიორგი წიტაიშვილის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს ვრცელი სიახლე მიუძღვნა:
"უკრაინულ პასპორტზე უარის თქმამ წიტაიშვილისთვის შესაძლოა, უარყოფითი შედეგი მოიტანოს, რადგან ის უკვე ლეგიონერი გახდება და ლიმიტის ქვეშ აღმოჩნდება.
უკრაინას ყოველთვის შეუძლია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თამაში, საქართველომ კი მსგავს შედეგებს ჯერჯერობით ვერ მიაღწია.
ამის გარდა, საქართველოს ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია და იქაურ პირველობაზე დაბალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ.
წიტაიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას საქართველოს ნაკრებში თამაში კარგს არაფერს მოუტანს. სენტიმენტები და სამშობლოს სიყვარული გვესმის, მაგრამ მან კარიერაზეც უნდა იფიქროს".