ავტორიზაცია

მანე: "პრემიერ ლიგისთვის ბრძოლა ჩვენთვის დასრულებულია, სიტი ძალიან წინაა"

მანე: "პრემიერ ლიგისთვის ბრძოლა ჩვენთვის დასრულებულია, სიტი ძალიან წინაა"
თარიღი 24 თებ 2021, 17:21
„ლივერპულის“ შემტევის, სადიო მანეს თქმით, მისი გუნდი პრემიერ ლიგის მოგებისთვის აღარ იბრძოლებს.

„სეზონის დასაწყისში ჩემპიონთა ლიგას, სათასო ტურნირებს და პრემიერ ლიგას ვუმიზნებდით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემპიონატში ჩვენთვის ყველაფერი დასრულებულია, რადგან ჩამორჩენა ზედმეტად დიდია. თუმცა, გონებრივად საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ და ამას არც გავაკეთებთ.

თუმცა, რაღა თქმა უნდა, „მანჩესტერ სიტი“ ძალიან კარგი და სტაბილური გუნდია, შესაბამისად ამჟამად ჩვენი მთავარი ამოცანა - ოთხეულში შესვლაა და ჩემპიონთა ლიგის მოგება. ვიცით, რომა დვილი არ იქნება, რადგან ევროპის საუკეთესო გუნდების დამარცხება მოგვიწევს. თუმცა, აქ სწორედ იმისთვის ვართ, რომ ეს გავაკეთოთ, თუ შესაძლებელი იქნება.

ასე რომ, შევეცდებით, ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ.“ - აღნიშნა მანემ.

ამჟამად „ლივერპული“ პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილს იკავებს და ლიდერ „სიტის“ 19 ქულით ჩამორჩება.