ავტორიზაცია

ლივერპულის ექს-მეკარეს კორონავირუსის რეინფიცირების შემთხვევა გამოუვლინდა

ლივერპულის ექს-მეკარეს კორონავირუსის რეინფიცირების შემთხვევა გამოუვლინდა
თარიღი 24 თებ 2021, 17:36
„ბრიუგეს“ მეკარეს, სიმონ მინოლეს, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა.

ბელგიური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, რომ მეკარისა და მცველის, შარლ დე კეტელარეს ტესტებმა დადებითი პასუხი აჩვენეს. იწერება, რომ ორივეს აქამდეც ჰქონიათ ცრუდადებითი ტესტები და ახლა, მეორე ტესტირების გავლა მოუწევთ.

ცნობისთვის, მინოლემ კორონავირუსი გასული წლის ოქტომბერში დაამარცხა და ინფიცირების გამო, ჩემპიონთა ლიგის მატჩის გამოტოვებაც მოუწია.

მინოლე „ბრიუგეში“ 2019 წლის ზაფხულში, „ლივერპულიდან“ გადავიდა.