ავტორიზაცია

დადასტურდა: ლივერპულმა ჰენდერსონი დიდი ხნით დაკარგა

დადასტურდა: ლივერპულმა ჰენდერსონი დიდი ხნით დაკარგა
თარიღი 25 თებ 2021, 12:56

"ლივერპულის" კაპიტნის, ჯორდან ჰენდერსონის მიერ მიღებული ტრავმის სიმძიმე ცოტა ხნის წინ ოფიციალურად ცნობილი გახდა.

ინგლისელი ცენტრალური ნახევარმცველი იუქმებს დაახლოებით ექვს თვეს, ანუ ის აპრილის შუა რიცხვებში დაბრუნდება.

იმ შემთხვევაში, თუ მერსისაიდელთა ჰავბეკის რეაბილიტაციის პროცესი წარიმართება დაჩქარებულად, მოედანზე ის ერთ თვეშიც აღმოჩნდება.

შეგახსენებთ, "წითლების" მე-14 ნომერმა ტრავმა მიიღო ლივერპულურ დერბიში, მეზობელი "ევერტონის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

აქვე დავამატებთ, "ენფილდელებმა" აღნიშნულ შეხვედრაში "ლურჯებისგან" საკუთარ მოედანზე იწვიეს მარცხი, ანგარიშით 0:2.