ავტორიზაცია

არსენალმა ბენფიკას დრამატულ ბრძოლაში მოუგო და ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გავიდა

არსენალმა ბენფიკას დრამატულ ბრძოლაში მოუგო და ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გავიდა
თარიღი 26 თებ 2021, 01:15

ლონდონის „არსენალი“ ევროპა ლიგის 1/16-ფინალში „ბენფიკას“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა საბერძნეთში გაიმართა და ნომინალური მასპინძლების, ლონდონელების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, 21-ე წუთზე გახსნა. თუმცა, შემდეგ „არსენალმა“ ორი გოლი გაუშვა და შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი ეჭვქვეშ დააყენა. თუმცა, 67-ე წუთზე კირან ტირნიმ ანგარიში გაათანაბრა, 87-ზე კი ობამეიანგმა დუბლი მიითვალა და დრამატულ ბრძოლაში, თავისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

ორი მატჩის ჯამში, „განერებმა“ ლისაბონური „ბენფიკა“ 4:3 დაამარცხეს და ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გავიდნენ.