ავტორიზაცია

ხოჭოლავა ევროპა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა

ხოჭოლავა ევროპა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა
თარიღი 26 თებ 2021, 01:46

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ერთმანეთს დონეცკის "შახტარი" და თელავივის "მაკაბი" დაუპირისპირდნენ.

ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი უკრაინელებმა სტუმრად მარტივად, 0:3 მოიგეს.

განმეორებით შეხვედრაში კი "შახტარმა" შინ მინიმალური სხვაობით 1:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"შახტარის" ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა სათადარიგოთა სკამზე იყო.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება "შახტარის" მეტოქე ევროპა ლიგაზე.