ავტორიზაცია

გატუზო: "ჩვენ რომ ასე გაგვეწელა დრო, პრესა უბრალოდ გაგვანადგურებდა"

გატუზო: "ჩვენ რომ ასე გაგვეწელა დრო, პრესა უბრალოდ გაგვანადგურებდა"
თარიღი 26 თებ 2021, 02:33

„ნაპოლის“ მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, „გრანადასთან“ მოგება (2:1) შეაფასა.

ორი მატჩის ჯამში, ნეაპოლიტანური გუნდი 2:3 დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა.

„აბსურდული გოლი გავუშვით რიკოშეტის შემდეგ. თუმცა, სიამაყეს და მწუხარებას უნდა ვგრძნობდეთ, ორ მატჩში ვაჩვენეთ, რომ მეტოქეზე მეტი რაღაც გაგვაჩნია.

იტალიურ გუნდს რომ დრო ასე მოეკლა, როგორც ამას „გრანადა“ აკეთებდა, გაზეთების პირველ ფურცლებზე მოვხვდებოდით. ასეთი თამაშის შემდეგ, პრესაში უბრალოდ ფეხქვეშ გაგვიგდებდნენ.

პირველ ტაიმში ბურთი თამაშში მხოლოდ 16-17 წუთი იყო, მეორეში კი სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. პატივისცემაა საჭირო და არ შეიძლება, რომ რეფერი ყველა ჯარიმაზე 2-3 წუთს კარგავდეს.

გავარდნის შემდეგ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ფეხბურთელებს არ შეეხოთ, მე გამირტულეთ ცხოვრება. გადაწყვეტილებებს მე ვიღებ და პასუხისმგებელიც მე ვარ. თუ დეპრესიაში არ ჩავვარდით, სერია ა-ს ოთხეულში შესვლა შეგვიძლია, წინ 17 მატჩია.“ - აღნიშნა გატუზომ.