ავტორიზაცია

არტეტა: "ბენფიკას ორივე გოლი ვაჩუქეთ"

არტეტა: "ბენფიკას ორივე გოლი ვაჩუქეთ"
თარიღი 26 თებ 2021, 02:43

„არსენალის“ მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გასვლა მოახერხა.

1/16-ფინალის საპასუხო მატჩში გუნდმა „ბენფიკას“ 3:2 მოუგო (1:1 პირველი მატჩი).

„შემდეგ ეტაპზე გასვლა სეზონს საგრძნობლად გაახანგრძლივებს. უსიამოვნო იქნებოდა გავარდნა მას შემდეგ, რაც ორი მატჩის ჯამში მოხდა.

მეტოქეს ორი გოლი ვაჩუქეთ. პრობლემები აუცილებლად გექნება, როცა ასე იქცევი. თუმცა, გაშვებული გოლების შემდეგ, გუნდის რეაქციამ დამაიმედა.“ - აღნიშნა ესპანელმა.

ევროპა ლიგის კენჭისყრა დღეს, 26 თებერვალს გაიმართება.