ავტორიზაცია

კიდევ ერთი უარი - რა ხდება ჩალჰანოღლუს გარშემო?

კიდევ ერთი უარი - რა ხდება ჩალჰანოღლუს გარშემო?
თარიღი 26 თებ 2021, 13:57

MilanNews.it-ის თანახმად, "მილანი" მთელი ძალებით ცდილობს თავისი შემტევი ნახევარმცველის, ჰაკან ჩალჰანოღლუს შენარჩუნებას.

"როსონერისა" და თურქი ფლეიმეიქერის თანამშრომლობა სრულდება მიმდინარე სეზონის ბოლოს, კლუბი კი მის დათმობას არ აპირებს.

"შავ-წითლები" თავიანთ ჰავბეკს ყოველწლიური ხელფასის სახით სთავაზობენ 3.5 მილიონ ევროსა და სხვადასხვა სახის ბონუსებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ვარიანტი არ აწყობს თავად "ეშმაკების" 10-იანს, რომელიც კლუბისგან შვიდ მილიონ ევროს ითხოვს.

აქვე დავამატებთ, ოსმალი შუახაზელის მიმართ აქტიურ დაინტერესებას "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.