ავტორიზაცია

ჩაკვე ბრუნდება - ქართველი შემტევი განაცხადში შეიყვანეს

ჩაკვე ბრუნდება - ქართველი შემტევი განაცხადში შეიყვანეს
თარიღი 26 თებ 2021, 14:09

28 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატში გაიმართება საინტერესო მატჩი "ბრიუგეს" და "გენტს" შორის.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, განაცხადში ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე შეიყვანეს.

ჩაკვეტაძეს ოფიციალურ მატჩში უკვე 5 თვეა არ უთამაშია, რამდენიმე დღის წინ კი ამხანაგურ მატჩში გაიტანა.

როგორც ჩანს, ჩაკვე უკვე მზადყოფნაშია და შესაძლოა, "ბრიუგესთან" მოედანზე ვიხილოთ.