ავტორიზაცია

"როცა ცნობილები ხდებიან, ამ შეცდომას უშვებენ", - იბრაჰიმოვიჩმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა

"როცა ცნობილები ხდებიან, ამ შეცდომას უშვებენ", - იბრაჰიმოვიჩმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
თარიღი 26 თებ 2021, 20:40

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პოლიტიკური აქტიურობის გამო "ლეიკერსის" ფორვარდი, ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა.

"ლებრონი თავის საქმეში ფენომენალურია, მაგრამ არ მიყვარს, როცა მაღალი სტატის მქონე ადამიანები პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ. გააკეთე ის, რაშიც კარგი ხარ", - ციტირებს USA Today შვედი სუპერვარსკვლავის სიტყვებს.

"მე ფეხბურთს ვთამაშობ, რადგან ამაში ვარ საუკეთესო. პოლიტიკაში არ ვერევი. პოლიტიკოსი რომ ვიყო, პოლიტიკაში ვიქნებდი. როცა ადამიანები ცნობილები ხდებიან, ამ შეცდომას უშვებენ. უბრალოდ გააკეთე ის, რაშიც კარგი ხარ, პოლიტიკისგან შორს დაიჭირე თავი", - დასძინა იბრაჰიმოვიჩმა.

ლებრონ ჯეიმსმა არაერთხელ გააკეთა კომენტარი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე და მოძრაობა Black Lives Matter-ს მხარდაჭერა გამოუცხადა.