ავტორიზაცია

ლებრონმა ზლატანს უპასუხა: "არასდროს გავჩუმდები და მხოლოდ სპორტით არ შემოვიფარგლები!"

ლებრონმა ზლატანს უპასუხა: "არასდროს გავჩუმდები და მხოლოდ სპორტით არ შემოვიფარგლები!"
თარიღი 27 თებ 2021, 11:38

როგორც მოგეხსენებათ, "მილანის" ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ლებრონ ჯეიმსი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

შვედი თავდამსხმელის აზრით, სპორტსმენი არ უნდა სცილდებოდეს სპორტს და მისი აქტივობის სფერო პოლიტიკა არ უნდა იყოს.

ამერიკელი კალათბურთელის პასუხმა არ დააყოვნა - "არასდროს გავჩუმდები და მხოლოდ სპორტით არ შემოვიფარგლები, რადგან მე გაჭირვებული ხალხის ხმა ვარ!

სოციალური უთანასწორობა, რასიზმი და ათასი უარყოფითი რამ, რაც ჩვენს საზოგადოებაშია - მე ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვიბრძვი.

ვიყავი ამ ყველაფრის ნაწილი და ახლა ის 300 ბავშვი, რომელიც სწავლობს ჩემს სკოლაში, ზუსტად იგივე კოშმარს გადის.

ამ საკითხებში ვერკვევი კარგად და ამ პლატფორმას ვიყენებ როგორც იარაღს", - განაცხადა "ლოს-ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა.