ავტორიზაცია

ზიდანი ტორპედოში 9-ნომრით ითამაშებს

ზიდანი ტორპედოში 9-ნომრით ითამაშებს
თარიღი 27 თებ 2021, 13:36

ქუთაისის "ტორპედოს" ახალწევული თავდამსხმელი, ფადი ზიდანი თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში ცხრანომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, ისრაელელი ფორვარდი უკანასკნელად ირიცხებოდა "ჰაპოელ უმ ალ-ფამში", რომლის შემადგენლობაში მას ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

იმერული გუნდის შემტევი სხვადასხვა დროს გამხდარა პალესტინის ჩემპიონი და პალესტინის თასის გათამაშემის გამარჯვებული.

რაც შეეხება ვლადიმერ ხაჩიძის გუნდის ცხრიანის საერთაშორისო სანაკრებო კარიერას, 2014-2016 წლებში ის პალესტინის 23-წლამდელთა გუნდში თამაშობდა.