ავტორიზაცია

მილანმა თვალი ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს დაადგა

მილანმა თვალი ოქროს ბურთის მოქმედ გამარჯვებულს დაადგა
თარიღი 27 თებ 2021, 18:08

„მილანმა“ „ლაციოს“ ფორვარდ ჩირო იმობილეს დაადგა თვალი.

Fichajes-ის ინფორმაციით, „როსონერი“ ტრანსფერის გაჩარხვას უახლოეს ზაფხულში შეეცდება.

„ლაციოს“ და იმობილეს შორის გაფორმებული კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდეა გათვალისწინებული. თუმცა, რომაული გუნდი შესაძლოა ფეხბურთელის გაყიდვას დაახლოებით 45 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათანხმდეს.

მიმდინარე სეზონში, იმობილემ 27 მატჩში 19 გოლი და 4 ასისტი მიითვალა. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ის ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა, როგორც ევროპული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი.