ავტორიზაცია

რას ვუყუროთ დღეს? დიდი მატჩი სტემფორდ ბრიჯზე და რამდენიმე საინტერესო სანახაობა

რას ვუყუროთ დღეს? დიდი მატჩი სტემფორდ ბრიჯზე და რამდენიმე საინტერესო სანახაობა
თარიღი 28 თებ 2021, 11:50

დღეს კვირაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩების ნაკლებობა ნამდვილად არ გვექნება.

საქმეში ყველა ტოპ-ჩემპიონატი იქნება ჩართული და რამდენიმე ძალიან საინტერესო მატჩის ხილვის საშუალება მოგვეცემა.

მთავარ სანახაობას „სტემფორდ ბრიჯი" უმასპინძლებს - თომას ტუხელი „ჩელსიში" დანიშვნის შემდეგ ჯერჯერობით ყველაზე დიდი გამოცდისთვის ემზადება (პრემიერ ლიგის ფარგლებში). როგორც იცით, გერმანელი სპეციალისტი ჯერ ლონდონში წაუგებელია და დღეს ჩემპიონატის მეორეადგილოსნის გამასპინძლება მოუწევს.

16:00 ლესტერი - არსენალი
16:00 მონაკო - ბრესტი
17:30 პსვ - აიაქსი
18:00 ტოტენჰემი - ბარნლი
18:00 ინტერი - ჯენოა
18:00 უდინეზე - ფიორენტინა
20:30 ჩელსი - მანჩესტერ იუნაიტედი
21:00 ლევერკუზენი - ფრაიბურგი
21:00 ნაპოლი - ბენევენტო
23:15 შეფილდი - ლივერპული
23:45 რომა - მილანი
23:59 მარსელი - ლიონი
23:59 ვილიარეალი - ატლეტიკო.