გერმანიის ჩემპიონატი. I ტურის წინ



ბუნდესლიგა დღეს აიღებს სტარტს. საფეხბურთო სეზონი გერმანიაშიც გახურდება. ჩემპიონატი "ალიანც არენაზე" "ბაიერნისა" და "ვოლფსბურგის" ჯახით გაიხსნება. 22 აგვისტო, პარასკევი 22:30 წთ. "ბაიერნი" - "ვოლფსბურგი" ტრადიციისამებრ. ბუნდესლიგის ახალი სეზონი მოქმედი ჩემპიონის მატჩით იხსნება. მიუნხენის "ბაიერნი" მაღალი ადგილებისთვის მებრძოლ "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდება. რა თქმა უნდა, ინტრიგა დღეს ნაკლებადაა, თუმცა ბავარიელები ჩემპიონატის კარგ ხასიათზე დაწყებას აპირებენ, ამიტომ 3 ქულისთვის გავლენ მინდორზე. სტატისტიკა მასპინძელთა მხარესაა. მიუნხენში "მგლების" წინააღმდეგ ჩატარებულ 17 მატჩში "ბაიერნმა" მხოლოდ ერთხელ დაკარგა ქულები - 2001 წელს მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა. პეპ გვარდიოლა რამდენიმე ტრავმირებულ (ხავი მარტინესი, რაფინია, რიბერი, შვაინშტაიგერი, ალკანტარა) და დისკვალიფიცირებულ (ბოატენგი) ფეხბურთელს მოისაკლისებს, მაგრამ ეს რამდენად დაეხმარება "ვოლფსბურგს", ძნელი სათქმელია. 23 აგვისტო, შაბათი 17:30 წთ. "ჰოფენჰაიმი" - "აუგსბურგი" გასული სეზონი ორივე გუნდმა სატურნირო ცხრილის შუაში დაასრულა. ახლა "ჰოფენჰაიმის" ამოცანა, როგორც მინიმუმ, შედეგის გაუარესების თავიდან აცილებაა, "აუგსბურგის" საქმე კი უფრო რთულად ჩანს. ზაფხულში გუნდმა ლიდერი, ანდრე ხანი დაკარგა და ჯერ შემცვლელი ვერ უპოვნია. "ჰოფენჰაიმმა" კი შემადგენლობა შეინარჩუნა და გააძლიერა კიდეც - ოლივერ ბაიმანი კარში, ადამ სალაი შეტევაში. აღსანიშნავია, რომ "ჰოფენჰაიმის" ლიდერებს: რობერტუ ფირმინუს და კევინ ფოლანდს ჯერ "აუგსბურგის" კარში გოლი არ აქვთ გატანილი. დიდი შანსია, რომ ეს სტატისტიკა შაბათს დაირღვეს. 17:30 წთ. "ჰანოვერი" - "შალკე" 2002 წელს "ჰანოვერი" ბუნდესლიგაში აღზევდა და მას შემდეგ "შალკესთან" დაპირისპირება ამ გუნდს ნამდვილ კოშმარად ექცა. გელზენკირხენელებმა 13 მატჩი დაასრულეს გამარჯვებით და , საერთო ჯამში, "ჰანოვერის" კარში 42 გოლი გაიტანეს. შეიძლება ითქვას, რომ "შალკე 04"-სთვის გერმანიაში უფრო კომფორტული მეტოქე არ არსებობს, ვიდრე "ჰანოვერია". ზაფხულში "შალკემ" კიდევ უფრო გააძლიერა ისედაც კარგი შემადგენლობა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ გელზენკირხენელები უკვე გამოვარდნენ გერმანიის თასიდან, ასე რომ, ახლა მათი ყურადღება მთლიანად ბუნდესლიგაზეა გადართული. 17:30 წთ. "ჰერტა" - "ვერდერი" გასული სეზონის 33-ე ტურში "ვერდერმა" "ჰერტა" 2:0 დაამარცხა. მაშინ დუბლი აარონ ჰანტმა გაიფორმა. ეს ჰანტისთვის, რომელმაც "მუსიკოსების" რიგებში 10 წელი გაატარა, ბოლო მატჩი გამოდგა. რასაკვირველია, მისი შეცვლა ბრემენელებს ძალიან გაუჭირდებათ. რაც შეეხება "ჰერტას", დედაქალაქელებმა ორი თავდამსხმელი: ლასოგა და რამოსი დაკარგეს. სამაგიეროდ, ბერლინში ჰეიტინგა და შტოკერი ჩავიდნენ, ამრიგად, "ჰერტა" ახალ სეზონში უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. 17:30. "აინტრახტი" - "ფრაიბურგი" "აინტრახტის" თავკაცის პოსტზე ტომას შააფს ექნება დებიუტი, რომელმაც 40 წელი სხვადასხვა საქმით "ვერდერს" დაუთმო. ეს მისთვის პირველი სამუშაო ადგილი იქნება ბრემენის გარეთ. "ფრაიბურგმა" ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს სერიოზული დანაკარგები განიცადა: როდე, ბარნეტა, შვეგლერი, იუნგი, ხოსელუ - მათი შეცვლა ადვილი არ იქნება. თავის მხრივ, არც "აინტრახტი" "გამოძვრა" უდანაკარგოდ. გუნდი ძირითადი შემადგენლობის მცველმა, მსოფლიო ჩემპიონმა მატიას გინტერმა და მეკარემ, ოლივერ ბაუმანმა დატოვეს. ბოლო 6 მატჩიდან "აინტრახტმა" მხოლოდ ერთხელ დაამარცხა "ფრაიბურგი". სახლში ჩატარებული ბოლო 3 მატჩიდან კი 2 წააგო. 17:30 წთ. "კიოლნი" - "ჰამბურგი" "კიოლნი" მეხუთედ ბრუნდება ბუნდესლიგაში. აქამდე გუნდი ორჯერ ზედიზედ გავარდა და ორჯერვე დარჩა მეორე ბუნდესლიგაში. "ჰამბურგისთვის" კი გასული სეზონი ისტორიაში ყველაზე ცუდი იყო. კლუბი ძლივს გადაურჩა "დაქვეითებას". "კიოლნმა" კი პირიქით, 20 გოლი გაუშვა მხოლოდ და მეორე ლიგის რეკორდი დაამყარა. შედარებისთვის, "ჰამბურგის" დაცვა შარშან საშინელ თამაშს აჩვენებდა, რამაც 75 გოლის გაშვება გამოიწვია. მაინც, კიოლნში ჰამბურგელები ცუდად არ გამოიყურებიან: გუნდმა ბოლო 6 გასვლითი მატჩიდან 4 მოიგო. 20:30 წთ. "დორტმუნდი" - "ლევერკუზენი" ტურის ცენტრალური მატჩი და ,საერთოდ, პირველი წრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება დორტმუნდში შედგება, სადაც "ბორუსია" ლევერკუზენის "ბაიერს" უმასპინძლებს. ორივე გუნდის მინიმუმი ჩემპიონატში მეორე ადგილია და ვინ იცის, იქნებ ჩემპიონობასაც გამოკრან ხელი. იურგენ კლოპმა, რომელიც მე-7 სეზონს იწყებს "დორტმუნდში", პირველი ტიტული უკვე მოიპოვა რამდენიმე დღის წინ. აღსანიშნავია, რომ დღეს ჩირო იმობილე თავის პირველ მატჩს ჩაატარებს გერმანიის ჩემპიონატში. "ბორუსიას" ისტორიაში, ის მეორე იტალიელი ფეხბურთელი იქნება. 24 აგვისტო, კვირა 17:30 წთ. "პადერბორნი" - "მაინცი" "პადერბორნი", რომელიც პირველად აღზევდა ბუნდესლიგაში, უკეთეს სტარტს ვერც ინატრებდა. "მაინცმა" გასულ სეზონში ბევრი ლიდერი და მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი დაკარგა. გუნდი უკვე გამოეთიშა თასს და ევროპა ლიგას, ამიტომ ფეხბურთელების მთავარი საფიქრალი ჩემპიონატია. გერმანიის თასზე "პადერბორნიც" აღარ ასპარეზობს. გუნდს სპეციალისტები აქედანვე უწინასწარმეტყველებენ ბოლო ადგილს, თუმცა არც "მაინცზე" ამბობენ კარგს. 19:30 წთ. "გლადბახი" - "შტუტგარტი" მიონხენგლადბახის "ბორუსია" კვლავ ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებით იწყებს გერმანიის ჩემპიონატს. "შტუტგარტი" კი თავის გადარჩენას ეცდება. ამ ამოცანის შესასრულებლად, კლუბში არმინა ფე მიიწვიეს, რომელმაც 2007 წელს "შტუტგარტი" ჩემპიონი გახადა. "შტუტგარტი" ტრადიციულად ძლიერად თამაშობს მიონხენგლადბახში: 14 გამარჯვება და მხოლოდ 1 მარცხი ბოლო 16 მატჩიდან. მეორე მხრივ, "ბორუსია" გასული სეზონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული "სახლის გუნდი" იყო. აქვე დავამატებთ, რომ მასპინძელთა რიგებში შესაძლოა დებიუტი ჰქონდეს იბრაიმ ტრაორეს, რომელიც ბოლო 3 სეზონის განმავლობაში სწორედ "შტუტგარტის" ღირსებას იცავდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მოჯიმ დაასახელა მწვრთნელი, რომელიც მანჩესტერს მწვერვალზე დააბრუნებს

"იუვენტუსის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:48

კვლავ დაგვიანება - დორტმუნდში სანჩოს განაჩენი გამოუტანეს

"დორტმუნდის" ხელმძღვანელობამ ინგლისელი თავდამსხმელი, ჯეიდონ სანჩო დასაჯა.

დღეს, 21:43

რონალდუ: "ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს ბურთი არ არის"

"იუვენტუსის" ფორვარდმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე "ლოკომოტივთან" მატჩის წინ განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:37

იუვენტუსის ახალი სამიზნე - საინტერესო ტრანსფერის მოლოდინში

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 21:32

რონალდუ: "აი, რა მაძლევს ვარჯიშისა და მოედანზე გასვლის მოტივაციას"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:54

მერტენსს სერიოზული მსურველი ჰყავს - ბელგიელი ნაპოლიდან წავა?

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, დრის მერტენსმა კარიერა შესაძლოა სხვა კლუბში გააგრძელოს.

დღეს, 20:49

პსჟ მზადაა ერიქსენის გამო ორი ფეხბურთელი გაყიდოს

"პსჟ" "ტოტენჰემის" ნახევარმცველ კრისტიან ერიქსენისადმი იჩენენ ინტერესს, წერს გავლენიანი გამოცემა AS.

დღეს, 20:45

მილანი დონარუმას იანვარშივე გაყიდის? - სერიოზული მსურველი გამოჩნდა

ფინანსური პრობლემების გამო, "მილანი" შესაძლოა გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას დათანხმდეს.

დღეს, 20:40

ბაიერნში ტრანსფერი ახლოვდება - გვარდიოლამ სანეს შემცვლელი იპოვნა

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, "სიტის" შემტევი, ლეროი სანე "ბაიერნში" გადავიდეს.

დღეს, 20:32

ევროპული გრანდი, რომელსაც რაიოლამ იბრაჰიმოვიჩი შესთავაზა

არ არის გამორიცხული, "ლოს ანჯელეს გელექსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპაში დაბრუნდეს.

დღეს, 19:54

სოლსკიაერმა მორიგი სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს.

დღეს, 19:49

ზღაპრული შეთავაზება სტერლინგს, დეტალები ცნობილია

"სიტი" მზადაა შემტევი, რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.

დღეს, 19:45

მოლაპარაკებები გაიმართა - ზიდანის შემცვლელი შერჩეულია

როგორც იწერება, "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი გათავისუფლების პირასაა.

დღეს, 19:40

სკანდალი ინგლისში - რატომ გაათავისუფლა კლუბმა მწვრთნელი?

ინგლისურმა კლუბმა გუნდის მთავარი მწვრთნელი სკანდალური მიზეზის გამო გაათავისუფლა.

დღეს, 19:35

ჩელსიმ ჟირუს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ლონდონის "ჩელსიმ" ოლივიე ჟირუს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

დღეს, 17:20

შირერი: "რეშფორდს ერთი პრობლემა აქვს - ის საშუალო დონის გუნდში თამაშობს"

ყოფილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, ალან შირერმა, მარკუს რეშფორდზე ისაუბრა:

დღეს, 17:15

ეროვნული ლიგა - სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და გოლი

ყოველი თვის ბოლოს, GOAL.GE ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელსა და გოლს ასახელებს.

დღეს, 17:12

კუმანი ბარსელონაში - შესაძლო გარიგების ახალი დეტალები

როგორც მოგეხსენებათ, Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" რონალდ კუმანის სახელი დუაკავშირა.

დღეს, 17:01

მსოფლიო რაგბიმ სამხრეთ აფრიკელი მსაჯის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

მსოფლიო თასის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში უელსმა საფრანგეთს დიდი გაჭირვებით 20:19 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.

დღეს, 16:57

ლაუტარო ბარსელონაში? ინტერის პოზიცია ცნობილია

Tuttosport-ის ცნობით, ლაუტარო მარტინესის მომავალი საბოლოოდ გაირკვა.

დღეს, 16:51

როგორ გამოიყურება მსოფლიო რეიტინგი ნახევარფინალური მატჩების წინ?

მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ, "მსოფლიო რაგბის" რეიტინგის მოწინავე ათეულში ცვლილებები განხორციელდა.

დღეს, 16:43

კუადრადოსთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის

Daily Mail-ის ცნობით, ხუან კუადრადოსთვის პრემიერ ლიგის ორი გრანდი იბრძვის.

დღეს, 16:38

პიანიჩმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, იუვეს ლიდერია

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა დაასახელა მოთამაშე, რომელიც მისი აზრით, გუნდის ლიდერია:

დღეს, 16:28

უოსპსმა და ზურაბ ჟვანიამ მარცხით დაიწყეს, ქართველს ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა

პრემიერშიპის პირველ ტურში "უოსპსი" "რიკო არენაზე" ელიტაში დაბრუნებულ "ლონდონ აირიშს" დაუბრუნდა და დაძაბულ ბრძოლაში 26:29 დამარცხდა.

დღეს, 16:23

ვალვერდეს კონტრაქტი 2020 წელს ავტომატურად გახანგრძლივდება?

Mundo Deportivo-მ ერნესტო ვალვერდეს კონტრაქტის თაობაზე საინტერესო დეტალი გაავრცელა.

დღეს, 16:20

UFC-ის მებრძოლი: "ხაბიბმა კონორს კარიერა დაუნგრია"

UFC-ის მებრძოლმა, ფრენკი ედგარმა, კონორ მაკგრეგორსა და ხაბიბ ნურმაგომედოვზე ისაუბრა:

დღეს, 16:10

ოფიციალურად: გელა აფრასიძემ "მონპელიესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერმა გელა აფრასიძემ "მონპელიესთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა.

დღეს, 15:48

ტრიპიერი: "დიეგო კოსტა რუნის მეძახის"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა, კირან ტრიპიერმა, ესპანეთში ცხოვრების ადაპტაციაზე ისაუბრა.

დღეს, 15:19

დავიდ ლუისმა ჩელსიდან არსენალში გადასვლის რეალური მიზეზი დაასახელა

„არსენალის“ მცველმა, დავიდ ლუისმა, „ჩელსიდან“ წასვლის მიზეზი დაასახელა.

დღეს, 15:14

ერიქსენის ტრანსფერს ორი ფეხბურთელი აფერხებს - ვის გაყიდვას ცდილობს რეალი?

მადრიდის „რეალი“ იანვარში „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის დამატებას აპირებს, მაგრამ, ხელისშემშლელი ფაქტორებიც არსებობს.

დღეს, 15:04

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10