ავტორიზაცია

ქართულმა გოლებმა ანორთოსისი მარცხს გადაარჩინა [VIDEO]

ქართულმა გოლებმა ანორთოსისი მარცხს გადაარჩინა [VIDEO]
თარიღი 02 მარ 2021, 15:27

კვიპროსის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება „ანორთოსისსა“ და „აპოლონს“ შორის.

მატჩი საკმაოდ უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ფრედ 2:2 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ „ანორთოსისის“ მხრიდან გოლები ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. თავი ჯერ თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიჩინა, შემდეგ კი გიორგი ქვილითაიამ პენალტი გაიტანა.

მათ გარდა, ქეცბაიას გუნდის ძირითად შემადგენლობაში გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილიც იყვნენ. „აპოლონის“ მხრიდან კი გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო.