ავტორიზაცია

"კონტემ უნდა შეიგნოს, რომ ის გვარდიოლა არ არის", - კასანო

"კონტემ უნდა შეიგნოს, რომ ის გვარდიოლა არ არის", - კასანო
თარიღი 02 მარ 2021, 15:38

მილანის "ინტერის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ გააკრიტიკა "ნერაძურის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე:

"ინტერი დებს შედეგს, თუმცა თამაშის ხარისხით აღნიშნული გუნდი იდეალურისგან შორს არის. ევროპაში გამართულ ფეხბურთს თამაშობს პსჟ და სიტი.

სერია ა-ში ასეთი გუნდი არის ატალანტა, მილანელებს კი ბევრი უკლიათ. კონტემ უნდა შეიგნოს, ის გვარდიოლა ნამდვილად არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ ის თავის გუნდს ვერ მოაგებინებს სკუდეტოს, ანტონიოს ზღაპარი საბოლოოდ დასრულდება", - განაცხადა იტალიელმა.

შეგახსენებთ, კალჩოს სატურნირო ცხრილს ამ დროისთვის ლიდერობენ სწორედ "შავ-ლურჯები", რომლებიც უახლოეს მდევარს, მეზობელ "მილანს" 4 ქულით უსწრებენ.