ავტორიზაცია

"მესი ვარჯიშებზე საჯარიმო დარტყმებს არასდროს ამუშავებდა", - სემედუ

"მესი ვარჯიშებზე საჯარიმო დარტყმებს არასდროს ამუშავებდა", - სემედუ
თარიღი 02 მარ 2021, 16:43

"ბარსელონას" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, ნელსონ სემედუმ ლიონელ მესის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"ბარსელონაში გავატარე არც ისე მოკლე პერიოდი და მე არასდროს მინახავს, რომ მესის ვარჯიშებზე საჯარიმო დარტყმებისთვის ყურადღება დაეთმო.

შორეული დისტანციიდან დარტყმა კი, თუმცა სტანდარტები, გეფიცებით, არასდროს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის უნიკალურია.

ვამაყობ, რომ წლების განმავლობაში ვიყავი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის თანაგუნდელი", - განაცხადა პორტუგალიელმა.

აქვე დავამატებთ, რომ "ბლაუგრანას" ექს-ვინგბექი მიმდინარე სეზონის დაწყების წინ სათამაშოდ "ვულვერჰემპტონში" გადავიდა.