ავტორიზაცია

იბრაჰიმოვიჩმა ლებრონ ჯეიმსის მიმართ თავისი პრეტენზიის არსი განმარტა

იბრაჰიმოვიჩმა ლებრონ ჯეიმსის მიმართ თავისი პრეტენზიის არსი განმარტა
თარიღი 02 მარ 2021, 21:21

"მილანის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განმარტა, თუ რატომ არ მოეწონა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" კალათბურთელის, ლებრონ ჯეიმსის აქტიური პოლიტიკური პოზიცია.

"პოლიტიკა სამყაროს ყოფს, სპორტი კი აერთიანებს. ფეხბურთი აერთიანებს სპორტსმენებს მთელ მსოფლიოში, ჩვენ ჩვენი საქმით ვარ დაკავებულები, რათა ადამიანები გავაერთიანოთ, სწორედ ამაში მდგომარეობს ჩემი მესიჯი".

"სპორტსმენები სპორტსმენები უნდა იყვნენ, პოლიტიკოსები კი პოლიტიკოსები", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Sports Center.

მოგეხსენებათ, აქამდე, შვედმა სუპერვარსკვლავმა ჯეიმსი პოლიტიკური განცხადებების გამო გააკრიტიკა და ურჩია "გააკეთოს ის, რაშიცაა კარგი".