ავტორიზაცია

"ჩემნაირ სიტუაციაში სუარესი, რაკიტიჩი და ვიდალიც აღმოჩნდნენ", - სემედომ ბარსადან წასვლის დეტალები გაიხსენა

"ჩემნაირ სიტუაციაში სუარესი, რაკიტიჩი და ვიდალიც აღმოჩნდნენ", - სემედომ ბარსადან წასვლის დეტალები გაიხსენა
თარიღი 02 მარ 2021, 23:08

„ვულვზის“ მცველმა, ნელსონ სემედუმ, „ბარსელონადან“ წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, ოჯახთან ერთად ბარსელონაში გავემგზავრე და კლუბს გავესაუბრე. ამიხსნეს, რომ ეკონომიკური პრობლემებია და მე ერთ-ერთი ვარ, ვინც შეიძლება წავიდეს და კლუბს ფული მოუტანოს. ჩემნაირ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ვიდალი, რაკიტიჩი და სუარესი.

ახლა ბევრ კლუბს აქვს ფინანსური პრობლემები, იმიტომ რომ სტადიონებზე ფანებს არ უშვებენ. ბარსელონაში, მაგალითად, ხალხი მუზეუმშიც ვერ დადის. ფეხბურთში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ მიკვირს, რომ წასვლის ნება დამრთეს.

„ვულვერჰემპტონში“ გადასვლა - კარგი გადაწყვეტილებაა, ორჯერ ფიქრიც არ დამჭირდა.“ - ციტირებს სემედუს სიტყვებს The Telegraph.

შეგახსენებთ, რომ სემედუ „ბარსელონადან“ „ვულვზში“ 30+10 მილიონ ევროდ გადავიდა.