ავტორიზაცია

"მესი ვარჯიშზე ამას არასდროს აკეთებს, ის უბრალოდ წარმოუდგენელია", - ნელსონ სემედო

"მესი ვარჯიშზე ამას არასდროს აკეთებს, ის უბრალოდ წარმოუდგენელია", - ნელსონ სემედო
თარიღი 02 მარ 2021, 23:40

„ვულვზის“ მცველმა, ნელსონ სემედომ, ლეო მესიზე ისაუბრა.

„ჩემი შთაბეჭდილებები ლეოს თამაშზე? უბრალოდ, ვაუ! სიტყვები არ მყოფნის, რომლითაც მისი წარმოუდგენლობის აღწერა შემეძლება. იცით, რა ხდის მას კიდევ უფრო გასაოცარს? მთელი იმ დროის მანძილზე, რაც „ბარსელონაში“ ვიყავი, ერთხელაც არ მინახავს, რომ მას ჯარიმების დარტყმაზე ემუშავა. გეფიცებით, ის ამას უბრალოდ არ აკეთებს.

"ჩემნაირ სიტუაციაში სუარესი, რაკიტიჩი და ვიდალიც აღმოჩნდნენ", - სემედომ ბარსადან წასვლის დეტალები გაიხსენა

ყველანი ვავარჯიშებდით შორეულ დარტყმებს, მესი კი - არა! მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამბობენ, რომ სრულყოფილებისაკენ მიმავალი გზა შრომიდან გადის, მაგრამ ის კი არ მუშაობდა, ყველაფერი ისედაც იდეალურად გამოსდიოდა. წარმოუდგენელი ფეხბურთელია, ამის ახსნა შეუძლებელია. როცა „ლივერპულთან“ მატჩში ის ჯარიმას ასრულებდა, ზუსტად გვერდით ვედექი.

როცა „ბარსას“ მაისურით ერთ-ერთ პირველ მატჩშ ვატარებდი, მან ბურთი მიიღო და მეტოქის სამ, ოთხ თუ ხუთ მცველს შორის გაძვრა. ის ყველა კარგ ფეხბურთელს თავს ისე აგრძნობინებს, თითქოს სუსტები არიან.“ - ციტირებს სემედოს სიტყვებს The Telegraph.