ავტორიზაცია

კრიშტიანუ რონალდუ საიუბილეო შეხვედრას ატარებს

კრიშტიანუ რონალდუ საიუბილეო შეხვედრას ატარებს
თარიღი 03 მარ 2021, 00:47

„იუვენტუსის“ ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ, სერია ა-ს მორიგ მატჩში სასტარტო შემადგენლობაშია.

ტურინული გუნდი „სპეციას“ უპირისპირდება და პორტუგალიელი სუპერვარსკვლავისთვის ეს შიდა ჩემპიონატებში მე-600 მატჩია.

292 შეხვედრა მან ესპანურ ლა ლიგაში ჩაატარა, 196 - პრემიე რლიგაში, 85 სერია ა-ში, 25 პორტუგალიის ჩემპიონატში და 2 - მეორე პორტუგალიურ დივიზიონში.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში რონალდუ „რეალის“ ღირსებას იცავდა, პრემიერ ლიგაში „მან.იუნაიტედის“, პორტუგალიაში კი ლისაბონის „სპორტინგის“, რომლის აღზრდილიცაა.