ავტორიზაცია

მარსელმა ვილაშ-ბოაშთან კონტრაქტი გაწყვიტა

მარსელმა ვილაშ-ბოაშთან კონტრაქტი გაწყვიტა
თარიღი 03 მარ 2021, 12:33

"მარსელმა" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშთან კონტრაქტი გაწყვიტა.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბიდან 2 თებერვალს წავიდა და მიზეზად კლუბის სპორტულ პოლიტიკასთან დაკავშირებული უთანხმოება დაასახელა.

"მარსელის" განმარტებით, მხარეებმა ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების შედეგად გაწყვიტეს.

ფრანგულმა კლუბმა ვილაშ-ბოაშს საფრანგეთის 9-გზის ჩემპიონების განვითარებაში თავისი წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა.

43 წლის პორტუგალიელი 60 წლის ხორხე სამპაოლიმ ჩაანაცვლა, რომელიც 2 მარტს საფრანგეთში ჩავიდა. ამჟამად არგენტინელს კორონავირუსის პანდემიის გამო 7-დღიანი კარანტინის გავლა უწევს.