ავტორიზაცია

შალკემ წარადგინა ახალი მწვრთნელი, რიგით მე-5 მიმდინარე სეზონში

შალკემ წარადგინა ახალი მწვრთნელი, რიგით მე-5 მიმდინარე სეზონში
თარიღი 03 მარ 2021, 13:02

გელზენკირხენის "შალკეს" ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება დიმიტრიოს გრამოზისი, რომლის კონტრაქტი 2022 წლამდე იქნება გათვლილი.

ბერძენი თავკაცი აქამდე მუშაობდა "ბოხუმის" ახალგაზრდულ გუნდში და "დარმშტადტში". როგორც ვხედავთ, "04"-ის ახალი დამრიგებლის კარიერაში ურთულესი გამოწვევის დრო დგება.

რატომ ურთულესი? "მაღაროელები" განისვენებენ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე და მათ ანგარიშზე სულ რაღაც 9 ქულაა.

შეგახსენებთ, "ლურჯებმა" მიმდინარე სეზონში გამოიცვალეს ოთხი მწვრთნელი - დავიდ ვაგნერი, მანუელ ბაუმი, ჰუბ სტევენსი და კრისტიან გროსი.

ყველაზე მეტი დრო "ხუმარებში" გაატარა ბაუმმა, რომელმაც კლუბში დაჰყო 79 დღე და მის ანგარიშზე იყო ერთი მოგება, ოთხი ფრე, ექვსი წაგება.