ავტორიზაცია

ბორუსიამ ჰოლანდის შემცვლელს ლა ლიგაში მიაგნო

ბორუსიამ ჰოლანდის შემცვლელს ლა ლიგაში მიაგნო
თარიღი 03 მარ 2021, 18:59

დორტმუნდის „ბორუსია“ „სევილიას“ ფორვარდის, იუსენ ენ-ნესირის შეძენით დაინტერესდა.

Eurosport-ის ინფორმაციით, გერმანული კლუბი მაროკოელი თავდამსხმელის შეძენას იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ უახლოეს ზაფხულს რომელიმე ევროპულ ტოპ-გუნდში, დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდის ერლინგ ჰოლანდს.

ნორვეგიელი ცხრიანით არაერთი გრანდი ინტერესდება, რომან აბრამოვიჩმა მისი „ჩელსიში“ მიყვანისთვის საკმაოდ დიდი თანხის გამოყოფის მზადყოფნაც გამოთქვა.

თუმცა, ამ ეტაპზე, ჰოლანდის ტრანსფერის ფავორიტად მადრიდის „რეალი“ მოიაზრება.