ავტორიზაცია

სევილიელი კუნდე - პოტენციურად მსოფლიოს საუკეთესო მცველია, რომელიც ძალიან ჰგავს სერხიო რამოსს და მოტივაციას კანავაროსგან იღებს

სევილიელი კუნდე - პოტენციურად მსოფლიოს საუკეთესო მცველია, რომელიც ძალიან ჰგავს სერხიო რამოსს და მოტივაციას კანავაროსგან იღებს
თარიღი 03 მარ 2021, 20:53

კარგია ვარჯიშებზე და ვირტუოზულია ჰაერში (თანაც სულ რაღაც 178 სანტიმეტრია).

„ვარჯიშებზე კუნდე ხშირად ბურთს ფლანგისკენ მიათრევს და სხვისი კარისკენ გარბის. ჩვენ ვყვირივართ: „კაფუ მოდის!“ - იხსენებდა დიეგო კარლოსი, კუნდეს პარტნიორი „სევილიას“ დაცვის ცენტრში. – „ჟული სხვისი კარისკენ მირბის და უკანაც კი არ იყურება იქამდე, სანამ ან კარში დაარტყავს, ან გოლს გაიტანს, მაგრამ თავის პოზიციაზეც ასწრებს დაბრუნებას.“

2019 წლის ზაფხულში ჟულ კუნდე „ბორდოდან“ „სევილიაში“ 25 მილიონ ევროდ გადავიდა. თითქოს, რამონ მონჩიმ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველში ზედმეტი გადაიხადა. იმ მომენტში, ჟულს პროფესიონალურ ფეხბურთში მხოლოდ ნახევარი სეზონი ჰქონდა გატარებული.

მაგრამ, როგორც ჩანს, მონჩიმ ნამდვილი ჯეკ-პოტი მოხსნა. El Desmarque-ს ინფორმაციით, ამ ზაფხულს „მანჩესტერ სიტიმ“ კუნდე 55 მილიონე ვროდ შეაფასა, დეკემბერში კი ESPN-მ ის 2020 წლის ტოპ-10 საუკეთესო ცენტრალურ მცველებს შორის შეიყვანა. „მას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც ძალიან ფასობს დღევანდელ ცენტრალურ მცველებში.“ - შეაქო ფრანგი თანაგუნდელი ივან რაკიტიჩმა.

ბავშვობაში, ჟული მასწავლებლებთან ჩხუბობდა და ვარდნებში დედაზე ვარჯიშობდა. „ბორდოს“ მწვრთნელებს კი, მისი სიმაღლის გამო, მარჯვენა ფრთაზე სურდათ გადაყვანა

ჟულ კუნდე პარიზში დაიბადა, მაგრამ მალევე გადაბარგდა სოფელ ლანდირაში, რომელშიც ბევრი მიგრანტი ცხოვრობს. ამ ადგილას კუნდეს ოჯახი, რომელშიც ის ერთადერთი შვილი იყო, ბენინურმა ფესვებმა მოიყვანა. „მე პარიზიდან ძალიან მცირეწლოვან ასაკში წავედი და მხოლოდ დედასთან ერთად, პატარა სოფელში ვიზრდებოდი. ის ბორდოდან მხოლოდ 40 წუთის გზაზე იმყოფება. ფეხბურთიც ლანდირაში, 5-6 წლის ასაკში დავიწყე. ჯერ კარში ვიდექი, მაგრამ შემდეგ, სიმაღლის გამო, მოედანზე შემიშვეს.“ - იხსენებდა თავს ფეხბურთელი.

კუნდეს მამა პარიზში დარჩა და უმამოდ გატარებულმა ბავშვობამ ჟულზე ძალიან იმოქმედა, ის თავს ვერ აკონტროლებდა. მარცხი იმდენად აბრაზებდა, რომ ერთხელ, მატჩის შემდეგ ჟულმა სახლში დედა მეტოქე გუნდის ფეხბურთელად წარმოიდგინა და მასზე ვარდნით ბურთის ართმევებს ახორციელებდა. დედას დახმარებისთვის ადგილობრივ ფსიქოლოგთან მისვლაც კი მოუწია. თუმცა, პასუხად მხოლოდ ერთი რამ მიიღო: „საპასუხოდაც დაარტყით და ბიჭუნა გაჩერდება.“ ახლა ჟული ამ საქციელს თავის ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინოდ მიიჩნევს.

10 წლის ასაკის მოახლოვებასთან ერთად, გაჩნდა სოციალიზაციის პრობლემებიც. ჟული მეგობრებს ვერ იჩენდა და მასწავლებლებთან ჩხუბობდა. „არ მიყვარდა, როცა ჩემს ქმედებებზე კომენტარს აკეთებდნენ. ძალიან კარგი ნიშნები მქონდა, მაგრამ საშინლად ვიქცეოდი. უფროსებს ვეპასუხებოდი და მასწავლებლებთან კონფლიქტს არ ვერიდებოდი. თუმცა, ამის გამო არავის დავუსჯივარ.“

13 წლის ასაკში კუნდე „ლა-ბრედში“ აღმოჩნდა, ბორდოს სამოყვარულო კლუბში. ერთ-ერთ საქალაქო ტურნირზე ბიჭუნა შეამჩნია სკაუტმა იანიკ სტოპირამ („ბორდოს“, ტულუზას და 1986 წლის საფრანგეთის ნაკრების ექს-ფორვარდმა) და ბავშვს „ბორდოში“ მოხვედრაში დაეხმარა. „კარიერის დასაწყისში ჟული თითქმის არ თამაშობდა, მაგრამ ოთხშაბათობით სულ გვსტუმრობდა და დამატებითად ვარჯიშობდა. იმ მომენტში ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ჟული პროფესიონალური ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ შემდეგ დავინახეთ მისი შრომისმოყვარეობა - ის ყველა შანსს ეჭიდებოდა.“ - მოგვიანებით იხსენებდა სტოპირა.

პირველი წელი კუნდე თანაგუნდელებთან კონტაქტსა და აგრესიის გაკონტროლებაზე ბევრს მუშაობდა, მეორე წელს თავისი ყურადღება ტექნიკას დაუთმო, მესამე წელს კი - ერთი მეორეს შეუსაბამა. „ძალიან ჩაკეტილი ვიყავი. თანდათან მე და ჩემმა პირველმა მწვრთნელმა ამას ძალიან დიდი დრო დავუთმეთ. ის მთხოვდა, უფრო მეტი მელაპარაკა, გახსნილი ვყოფილიყავი. ჩემი პიროვნების სხვადასხვა ასპექტებზე ბვერს ვმუშაობდით.“ - ყვებოდა კუნდე.

„ჟულმა დიდი გზა გამოიარა და ძალიან მშვიდი ბიჭი გახდა.“ - ამბობდა „ბორდოს“ ყოფილი მცველი მარიუს ტრეზორი.

ადაპტაციის გავლის შემდეგ, ჟულმა „ბორდოს“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში, მაგრამ დაცვის ცენტრში ძირითადის ფეხბურთელად ვერ იქცა. მწვრთნელები ეჭვობდნენ, რომ თავისი სიმაღლით კუნდე დაცვის ცენტრში თამაშისთვის ვერ გამოდგებოდა. „არასდროს არ მეჩვენებოდა, რომ სიმაღლე ასე მნიშვნელოვანია. მაგრამ ხალხს არ სჯეროდა, რომ მაღალ თავდამსხმელებთან შემიძლია ბრძოლა. „ბორდოში“ ზედმეტად დაბალს მეძახდნენ. ამბობდნენ, რომ ასეთი სიმათლით სასტარტოში მოხვედრა შეუძლებელია.“

ამიტომ, ჟულს მარჯვენა ფრთაზე დაუწყეს ცდა: „მთელი კარიერა ცენტრალურ მცველად მქონდა გატარებული, მაგრამ ერთხელ მარჯვნივ დამიპირეს გადაყვანა. ეს პერიოდი ცუდად გადავიტანე, ვარჯიშებზე ყველანაირად ჩავფლავდი. ყველაფერი მაღიზიანებდა. აგენტს სწრაფად ვუთხარი, რომ ამას ვეღარ ავიტან. მან მიპასუხა: „როგორ გირჩევნია, ახალგაზრდულ გუნდში დარჩე სასურველ პოზიციაზე, თუ პროფესიონალი გახდე მარჯვენა მცველად?“ ამის შემდეგ, დავნებდი.“

ჟული ახალ პოზიციაზეც კარგად ათამაშდა და შეტევებში წასვლას დაეჩვია. პარალელურად, ის დიდი დატვირთვით ვარჯიშობდა და ნახტომებზე აკეთებდა დიდ აქცენტს. ამის დახმარებით მას სიმაღლის დეფიციტის აღმოფხვრა უნდოდა. უკვე ერთი წლის გასვლის შემდეგ, კუნდე აკადემიაში ყველაზე მაღლა ხტებოდა. 2016 წელს, ის დაცვის ცენტრში დაბრუნდა და კაპიტნის სამკლაურიც მოიპოვა, უკვე ერთ სეზონში კი პირველ გუნდში გადაიყვანეს და მეოთხე ცენტრალურ მცველად დააარეგისტრირეს.

იმ მომენტში, კუნდე ფაბიო კანავაროს ისტორიით იღებდა მოტივაციას: „ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ფაბიო ოქროს ბურთს იგებდა და „რეალში“ თამაშობდა. მან დამანახა, რომ ცენტრალური მცველი არ არის აუცილებელი იყოს მაღალი (კანავაროს სიმაღლე 175 სანტიმეტრია), არამედ ძლიერი და ჭკვიანიც საკმარისია."

კუნდეზე ძვირად „ბორდომ“ მხოლოდ მალკომი გაყიდა. მონჩი ჟულით აღფრთოვანებული იყო

კუნდემ „ბორდოში“ ფეხი მალევე ვერ მოიკიდა. 17/18-სეზონში ის სეზონის პირველ ნახევარში საერთოდ არ თამაშობდა, მაგრამ გუსტავო პოიეტის მოსვლის შემდეგ თავისი შანსი მიიღო. 21-ე ტურის შემდეგ, კუნდემ ყველა დარჩენილი მატჩი ჩაატარა.

„არ ველოდი, რომ 18 წლის ასაკიდან სასტარტოში დამაყენებდნენ. დებიუტი იმის გამო მქონდა, რომ ვიკაშინ იოვანოვიჩი მოულოდნელად „ეიბარში“ წავიდა. არ მეგონა, რომ მას სწორედ მე შევცვლიდი. პოიეტთან ერთად, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ის ძალიან მაფასებდა და სასტარტოში მანდო ადგილი.“ უკვე შემდეგ სეზონში, ჟულმა ჩემპიონატში 3000 წუთზე მეტი ჩაატარა, რაც გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

„ბორდო“ მაშინ ხშირად ცვლიდა მწვრთნელებს და კუნდე ყოველ მათგანთან მუშაობას აფასებდა. „რიკარდო გომესი ძალიან დამეხმარა. ის თავადაც მცველი იყო და უნდოდა, რომ უფრო მკაცრი და აგრესიული გავმხდარიყავი. ის მოედანზე კონცენტრაციაში მეხმარებოდა. ადრე, ხშირად ვითიშებოდი ხოლმე, მაგრამ რიკარდოსთან მუშაობის შემდეგ, მსგავსი შემთხვევები უფრო შემცირდა. სოუზა კი მხოლოდ სასტარტოს წევრად მომიაზრებდა. მუდმივი სათამაშო პრაქტიკის გამო, ჩემი პროგრესი უფრო აშკარა გახდა."

„ბორდოში“ სეზონნახევარში, კუნდე ლიგა 1-ს ტოპ-მცველად ჩამოყალიბდა. მას „ბორდოში“ ძალიან აფასებდნენ, მაგრამ არასდროს ამბობდნენ, რომ დიდი მომავალი ელის. „საფრანგეთში იმდენი კარგი ფეხბურთელია, რომ შეიძლება თვლაც აგერიოს. მაგრამ, „სევილიამ“ ყურადღება სწორ ფეხბურთელზე გაამახვილა. კუნდე უახლოეს ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი იქნება.“ - პროგნოზიებდა 2018 წელს ჟურნალისტი ენდი სკოტი.

„ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ, გამოცდილ ხალხს დავუჯერო. არასდროს გავუგიჟებივარ წარმატებას და ცივსისხლიანი ვიყავი როგორც დებიუტის დროს, ისე ამ სეზონშიც.“ - ამბობდა ფეხბურთელი.

18/19-სეზონის შემდეგ, ფეხბურთელით სერიოზული გუნდები დაინტერესდნენ, თუმცა „სევილიამ“ ყველას დაასწრო. 2019 წლის ივნისში მონჩიმ 25 მილიონი ევროს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა. „მათ ჩემი შეძენა ძალიან სურდათ. ჩემზე მოთხოვნა იყო, იმიტომ რომ თავდაუზოგავად ვმუშაობდი როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. მაგრამ, სამომავლო პერსპექტივაში მხოლოდ „სევილიამ“ დამარწმუნა.“

„მონჩის შეეძლო კუნდეზე ევაჭრა, მაგრამ არ მოისურვა. ის ხვდებოდა, რომ მომავალში ჟული გაცილებით ძვირი ეღირებოდა და ის დარწმუნებული იყო ამ ტრანსფერის სისწორეში. ის ფიქრობდა, რომ ჟული ლოპეტეგის სისტემაში იდეალური მცველი იქნება.“ - წერდა Marca.

„მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და შეუძლია თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდეს, თუ ასე თავდაუზოგავად შრომას გააგრძელებს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური თვალსაზრისით.“ - არ დაიშურა საქებარი სიტყვები „სევილიასთან“ დაახლოებულმა სკაუტმა, კევინ კევონიმ.

ჟული მალევე შეეწყო ლა ლიგას და დიეგო კარლოსთან დიდებული წყვილი შექმნა

„ბორდოში საკუთარ ბავშვად მიმიჩნევდნენ, აქ კი ისიც არ იციან, ვინ ვარ. ახალი მაყურებელი იხილავს ჩემს ქმედებებს და კარგ თამაშს დაელოდება. ახალ ქვეყანაში აღვმოჩნდი, მაგრამ მოლოდინიც ფეხბურთის ნაწილია და შესაბამისად, დიდი საფასურის გამო, კრიტიკისთვის მზად ვარ.“ - ესპანეთში ახალმოსული კუნდე უკვე ასე ლაპარაკობდა.

ჟულს ლა ლიგაში ფეხის მოკიდებისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია. მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი მას სასტარტოს ნელ-ნელა აჩვევდა: 2019/20-სეზონის ლა ლიგის პირველი 8 მატჩიდან, კუნდემ სასტარტოში მხოლოდ 3 დაიწყო.

„სხვაობა პირველივე ვარჯიშზე დავინახე. აქ გაცილებით ინტენსიურია. დიდი აქცენტი ტექნიკას ეთმობა, ბურთის უფრო სწრაფად გადაადგილდება. ვარჯიშის ყველა ასპექტს თავისი ცალკეული გეგმა აქვს, ფეხბურთელები კი შენს ქმედებებს უფრო მალე ეჩვევიან. აქ უფრო ნაკლები ბრძოლაა, მაგრამ იმაზე მეტად ვიღლები, ვიდრე საფრანგეთში.“

„ის მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ მისი ტექნიკური და ფიზიკური შესაძლებლობები ტოპ-დონეზეა. მას დიდ სივრცეებს ვაძლევთ და დამატებით სამუშაოს არ ვკიდებთ მხრებზე. ყველაფერს თვითონ სწავლობს.“ - ამბობდა ლოპეტეგი თავის ახალწვეულზე.

უკვე 2020 წლის იანვარში კუნდემ „სევილიას“ სასტარტოში ადგილი დაიბევა და ბრაზილიელ დიეგო კარლოსთან დიდებული წყვილი შექმნა. „ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ისინი სხვადასხვანაირები არიან და ერთმანეთს იდეალურად ავსებენ. კარლოსი - ფიზიკურად ძლიერია, კუნდე კი ბურთს უკეთ ეპყრობა და მოედანზე უფრო ჭკვიანურ პოზიციას იკავებს.“ - აღნიშნა „სევილიას“ ნახევარმცველმა, ჟოან ჟორდანმა.

„კუნდე ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია. ის იცვლება და უფრო თავდაჯერებული ხდება, ეს მნიშვნელოვანია. მას აქვს ძალა, სისწრაფე და ცივსისხლიანობა. ის დიდებული მცველი გახდება.“ - აღნიშნა კარლოსმა.

„ერთად ბევრს ვთამაშობთ და გვინდა, უფრო გავძლიერდეთ.“ - ეს კი კუნდეს სიტყვებია დიეგო კარლოსზე.

ამ წყვილზე დღეს „სევილიას“ დაცვის ცენტრი დგას: მათი დახმარებით, „სევილია“ გოლებს ესპანეთის ტოპ-გუნდების დონეზე უშვებს.

„ახლა ისინი შესაძლოა ლა ლიგის საუკეთესო მცველებიც კი იყვნენ.“ - აღნიშნა „სევილიას“ მეკარემ, ბონომ.

ისინი ერთმანეთის თამაშს მართავენ: ამოვარდნების დროს აზღვევენ და უთითებენ, როდის არის საჭირო მეტოქეზე წასვლა. ძალიან ეხმარებათ ამაში ფრანგული ენა, რომელსაც კარლოსი „ნანტში“ თამაშისას დაეუფლა. მუდმივი ურთიერთდახმარება დაცვაში მათ სუსტ მხარეებს მალავს. ამის ხარჯზე, კუნდე და კარლოსი - სადღეისოდ ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის წყვილია.

ასევე მნიშვნელოვანია „სევილიას“ გუნდური პრესინგი: ლოპეტეგის გუნდი მუდმივ პრესინგს აწარმოებს და ამით მეტოქეს უსაფრთხო დისტანციაზე იჭერს. ასეთი ტაქტიკა კარგად მუშაობს მხოლოდ ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმალური დახარჯვის შემთხვევაში. 

ასეთ პირობებში, ჟული პროგრესირებს. „კუნდეს ძლიერი მხარე ისაა, რომ თანაგუნდელების საუკეთესო თვისებების მითვისება შეუძლია. მან თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები იცის და მუდმივად ვითარდება. ევროპა ლიგის მოგების შემდეგ, ჟულს მოუნდა, მეორე სართულზე კიდევ უფრო ძლიერი გამხდარიყო და დახმარებისთვის ლუკ დე იონგს მიმართა. 21 წლის ასაკში ბევრი ასეთ მოტივაციას არ გამოხატავს, განსაკუთრებით სერიოზული წარმატების შემდეგ.“ - აღნიშნა კევონიმ.

ჟული დიდებულად თამაშობს სივრცეებში. კუნდე - ნავასის რეინკარნაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია

ლოპეტეგის სისტემა ცენტრალური მცველების მიმართ ძალიან მომთხოვნია. მათი დახმარებით გუნდი მეტოქის პრესინგის პირველ ტალღას ამარცხებს. ფლანგის მცველები მაქსიმალურად მაღლა დგებიან და უკან დიდი სივრცეები რჩებათ. ამ ზონებს კი ცენტრალური მცველები ავსებენ.

ლოპეტეგის გუნდი შეტევაში ჩვეული 4-3-3-დან 3-4-3-ზე გადადის (დაცვაში მიდის მხოლოდ საყრდენი ფერნანდო), ხოლო თუ სიტუაცია გამოუვალია - 1-3-5-1 (ჰიპერშემტევი ვარიანტი).

ორივე შემტევ შემთხვევაში ნავასი ნახევარდაცვის ხაზში დგება. ეს გუნდს მეტოქის მუდმივი ზეწოლის დროს ძალიან ეხმარება (ხესუსი სევილიაში ყველაზე მეტ საგოლე მომენტს ქმნის), მაგრმა კონტრშეტევის დროს, ფრთას აშიშვლებს.

კუნდე არის ფეხბურთელი, რომელიც ნავასის ზონას ავსებს. ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ სად დგას კუნდე, „დორტმუნდთან“ შეხვედრიდანაც შეგვიძლია ავიღოთ:

„ნავასი - უდიდესი გამოცდილების მქონე ფეხბრუთელია. ახლა მას ახალაი როლი აქვს, რომელიც მისი ძლიერი მხარეების წარმოჩენაში ეხმარება.“ - ხსნიდა ლოპეტეგი. – „თუმცა, მოედანზე კუნდეც უდიდეს როლს ასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ ჟული მზადაა, ახალ პირობებს შეეგუოს და თანაგუნდელებს დაეხმაროს.“

კუნდე ნავასს აზღვევს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს აქტიურად აწუხებს. ჟული „სევილიაში“ ყველაზე მეტ ჩაჭრას ახორციელებს - ლა ლიგაში ერთ მატჩში საშუალოდ 1.05. ეს აჩვენებს იმას, რომ ფრანგს შეუძლია იდეალურად შეარჩიოს მეტოქის მიმართულებით მოძრაობის დაწყების დრო.

„ოსასუნასთან“ მატჩი. სტუმრები სახიფათო კონტრშეტევაში არიან:

პასის შემდეგ (ნაჩვენებია თეთრად), მოჭრილია ნახევარი გუნდი. ჟული კადრში არ ჩანს, მაგრამ კარის წინ ის ბოლო წინაღობად რჩება. ასეთ მომენტში არსებობს ორი ვარიანტი: სარისკოდ გაიწიოს მეტოქეზე, ან ეცადოს მოწინააღმდეგე ფლანგისკენ წაიყვანოს.

კუნდე ირჩევს პირველ ვარიანტს (იქსით ნაჩვენებია ზონა, საიდანაც კუნდემ მოძრაობა დაიწყო). ის მეტოქეზე აგრესიულად წავიდა და პასი საკუთარი საჯარიმოსგან უსაფრთხო დისტანციაზე ჩაჭრა.

ასეთი სარისკო ქმედებები მას კუნთოვანი მასის ნაკლებობის კომპენსირებაში ეხმარება. „კარგად ვგრძნობ მომენტს, როდის უნდა გამოვიდე ხაზიდან და მეტოქისკენ გავემართო.“ - აღნიშნა თავად ფეხბურთელმა.

ჟულის თამაშის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი - თავით თამაშია. „საჰაერო დუელებს ისევე ხშირად ვიგებ, როგორც რამოსი, მაგრამ ჩემი სიდაბლის გამო სერიოზულად თითქმის არავინ აღმიქვამს, ეს მოტივაციას მაძლევს. ვცდილობ, ამ სათამაშო ასპექტზე ბევრი ვიმუშავო.“ 

სტატისტიკურად, კუნდე ლა ლიგაში საჰაერო ორთაბრძოლებით ერთ-ერთი საუკეთესოა. მატჩში ის საშუალოდ 5.4 მცდელობას ახორციელებს და წარმატებით 3.1-ს ასრულებს, რაც 57.4%-ს შეადგენს. ამ შედეგით, ის სერხიო რამოსსაც აღემატება და თავის თანაგუნდელ დიეგო კარლოსსაც.

ამ სეზონში, კუნდემ რამდენიმე ტოპ-პერფომანსი შემოგვთავაზა. ევროპის სუპერთასზე („ბაიერნის“ წინააღმდეგ - 1:2), ჟულმა 6-დან 6 საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თავი არავის მოატყუებინა. იყო დიდებული მატჩი „ბარსელონასთანაც“, როცა მისმა გუნდმა კოპა დელ რეის პირველი ნახევარფინალი 2:0 მოიგო.

რამოსთან კუნდეს შედარებები გარდაუვალია: „რეალის“ კაპიტანიც არ არის მაღალი, მაგრამ ჩინებული ნახტომი აქვს. „კუნდე სერხიოს მაგონებს. ისინი კარგად პოულობენ მომენტს, თუ როდის უნდა გაარღვიონ ხაზი და მეტოქეზე ზეწოლა მოახდინონ.“ - აღნიშნა სევილიელმა პაბლო ბლანკომ.  

ჟულს ბურთი წინ დიდებულად მიაქვს, რაც „სევილიას“ შეტევის პირველ ფაზაში უპირატესობას აძლევს.

„გარდა დაცვიში სამსახურისა, კუნდე „სევილიას“ შეტევაში გადასვლის დროს, პირველ პასზეა პასუხისმგებელი. „ფერნანდო დაცვის ხაზში ჩამოდის და ბურთს ყოველთვის მე მაძლევს.“ - ღიმილით ყვებოდა კუნდე. ბურთის წინ წაღებით ჟული ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესოა. მასზე უკეთსად ამას მხოლოდ კლემან ლანგლე (ბარსელონა) და პაუ ტორესი (ვილიარეალი) აკეთებენ.

ჟულის მთავარი სიდიადე - სხვის საჯარიმომდე რეიდებია. ის მათ მუდმივად ასრულებს: ბურთით იწყებს სვლას თავისი დაცვის ხაზიდან და კარგი ტექნიკის დახმარებით, მეტოქეებს უკან იტოვებს. ამ დროს, მას როგორც წესი მარჯვენა მცველი აზღვევს. 

პირველი მატჩი „ბარსელონას“ წინააღმდეგ, თასზე. კუნდე იწყებს ბურთით წინსვლას, მის ზონას კი ჟოან ჟორდანი აზღვევს.

ჟული ბურთით კიდევ უფრო წინ მიიწევს და გზას მეტოქის სამ მცველს იტოვებს. ეს „სევილიას“ „ბარსელონას“ საჯარიმოში უდიდესი უპირატესობა მისცა, რადგან ცენტრალურ მცველს კუნდეს დასახვედრად წინ ასვლა მოუწია. ამავე შეტევაში, ჟული გოლს თავადვე გაიტანს.

ამ ხერხით კუნდ ეყველა მატჩში პარტნიორებისთვის რიცხობრივ უპირატესობას ქმნის და ბურთი მოედნის ბოლო მესამედში მიაქვს. მისი ტექნიკა ბურთის წარმატებით წინ წაღებაში და უცნაურ სიტუაციებში ხიფათის შექმნაში ეხმარება. ჟულის ქმედება - ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ აკეთებს „სევილია“ ამხელა აქცენტს შეტევების მარჯვნიდან განვითარებაზე (გუნდის შეტევების 42%) სწორედ აქედან მოდის.

ფრანგი იწყებს შეტევას „რენთან“ მატჩში. კუნდე აკუნიას გახსნას ხედავს და ბურთი მეტოქის საჯარიმომდე შესანიშნავ დიაგონალურ გადაცემას ასრულებს.

შედეგად, აკუნია საჯარიმოში დიდ სივრცეს იღებს და შეტევის დასრულებისთვის რამდენიმე ვარიანტს იღებს. ეს ყველაფერი კი კუნდეს დიდებული გადაცემით გახდა შესაძლებელი.

„ჟული უკვე ორი წელია ჩვენთანაა. ის ძალიან პროგრესირებს და ეს განვითარება უნდა გააგრძელოს.“ - აღნიშნა ლოპეტეგიმ. „ის შესანიშნავი ფეხბურთელი გახდება, რადგან თავისი პროფესია უყვარს. ჟულს შემდგომი ზრდისთვის ყველა საჭირო თვისება გააჩნია.“

კუნდეს ბურთის წინ წაღბა შეუძლია, კარგი პასი აქვს და ჰაერშიც საუცხოოდ მოქმედებს. ლოპეტეგის სისტემის სპეციფიკის გამო, ჟულის სუსტი მხარეები მინიმიზირებულია. ახლა, კუნდეს მთავარი მინუსი - მისი სიმაღლე და კუნთოვანი მასის ნაკლებობაა, რაც კარგი პარტნიორით იფარება, დიეგო კარლოსის სახით.

კუნდეს შეძენა ევროპის ნახევარ ტოპ-კლუბებს სურთ. ამ ზაფხულს, ის „სიტისთან“ იყო ახლოს, მაგრამ პეპმა დიაში აირჩია

„დიახ, გვარდიოლას ველაპარაკე. ერთმანეთს ტელეფონით, ესპანურად ვესაუბრეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ტრანსფერით დაინტერესებული ვიყავი. სათამაშო დროის გარანტიაც მომცეს, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.“ - იხსენებდა კუნდე beIN Sports.

„ყველაფერი ავწონეთ. შემოთავაზება დიდებული იყო, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა.“ - აღწერდა სიტუაციას მონჩი.

ამ ზაფხულს კუნდე ვერ გადავიდა „სიტიში“, მაგრამ როგორც ჩანს, ყველა კმაყოფილი დარჩა. გვარდიოლა დიაშთან ერთად სუპერდაცვას ქმნის, ჟული კი არ პანიკობს და „სევილიაში“ პროგრესს აგრძელებს.

„მინდა, მუდმივად ასეთ დონეზე ვითამაშო. ჩემთვის სტატისტიკა და ხალხის აზრი საინტერესო არ არის. ჩემი მიზანია - კიდევ უფრო ძლიერი გავხდე.“ - აღნიშნა ფრანგმა. 

კუნდეს ორწლიანი პროგრესის შედეგი კი, მადრიდის „რეალისა“ და პირადად ზინედინ ზიდანის დაინტერესებაა.