ავტორიზაცია

"ამ თემაზე ვისაუბრეთ", - ხაბიბმა აღიარა, თუ რას შიშობს კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მეტად

"ამ თემაზე ვისაუბრეთ", - ხაბიბმა აღიარა, თუ რას შიშობს კრიშტიანუ რონალდუ ყველაზე მეტად
თარიღი 04 მარ 2021, 01:07

UFC-ს მსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კრიშტიანუ რონალდუსთან საუბარი გაიხსენა.

„კრიშტიანუსთან მქონდა დისკუსია იმაზე, საიდან შეიძლება აიღო მოტივაცია. ის ამბობდა, რომ სურს, მისმა შვილმა აჯობოს.

თუმცა, ის ნერვიულობს იმაზე, რომ მან შეიძლება ეს ვერ გააკეთოს. მის ასაკში, კრიშტიანუ ოცნებობდა, რომ უბრალოდ საფეხბურთ ბუცები ჰქონოდა. მის შვილს კი ახლა ყველაფერი აქვს. ამის გამო, კრიშტიანუ შიშობს, რომ მის შვილს მოგებების დიდი წყურვილი და შიმშილი არ ექნება. 

რეალურად, ადამიანს შიმშილი ამოძრავებს. საჭიროა მოტივაცია, სწრაფვა. როცა კრიშტიანუმ ეს მაგალითი მოიყვანა, თითქოს მარტივი რაღაც არის და არ გამკვირვებია, მაგრამ მომეწონა.

მივხვდი, რომ ასეთი ადამიანი ვერასდროს დაკმაყოფილდება ერთი, ორი, ან სამი ტიტულით. ვფიქრობ, ის კიდევ 2-3 სეზონი მოწინავე პოზიციებზე იქნება.“ - აღნიშნა ხაბიბმა.