ავტორიზაცია

5-დან 4 - ჩისკომ ინგლისში მორიგი მატჩი მოიგო

5-დან 4 - ჩისკომ ინგლისში მორიგი მატჩი მოიგო
თარიღი 04 მარ 2021, 01:17

ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში "უოტფორდი" "უიკომბის" დაუპირისპირდა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 2:0 დასრულდა. ორივე გოლი გრეიმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ "დინამო თბილისის" ყოფილ თავკაცს ჩისკოს ახალ კლუბში კარგი პერიოდი უდგას.

ჩისკომ ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო. მისი "უოტფორდი" კი 63 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს და პრემიერ ლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის.