ავტორიზაცია

"თანამედროვე ფეხბურთში არის მოთამაშე, რომელიც პელეს მაგონებს", - ვენგერი

"თანამედროვე ფეხბურთში არის მოთამაშე, რომელიც პელეს მაგონებს", - ვენგერი
თარიღი 04 მარ 2021, 13:32

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მორიგი საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"პელესა და მბაპეს შორის ბევრ მსგავსებას ვხედავ. ფრანგი თავდამსხმელი ლეგენდარულ ბრაზილიელ შემტევს თამაშის სტილითაც ჰგავს.

ამის გარდა, კილიანმა, ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონობა საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში იზეიმა.

სანტოსის ფორვარდმა ოთხი შესაძლო მუნდიალიდან მოიგო სამი და პარი სენ-ჟერმენის ბომბარდირს მისი მიღწევის გამეორების შანსი რეალურად აქვს.

თავად განსაჯეთ - საფრანგეთი ყატარშიც იქნება ფავორიტი და ამ გუნდის მთავარი ფეხბურთელი სწორედ პსჟ-ს შვიდიანია".