"საინტერესოა, რა თანხას მოითხოვს მეცი მიქაუტაძის სანაცვლოდ?", - ბელგიური პრესა
ბელგიურმა Voetbalnieuws-მა "სერენის" თავდამსხმელი, ჟორჟ მიქაუტაძე პროქსიმუს ლიგის 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის შეიყვანა. ქართველის შესახებ წერენ შემდეგს:
"მიქაუტაძე დიდი ხნის განმავლობაში პროქსიმუს ლიგის მთავარი მეგოლეა და მას ხელი იძულებით აღებულმა პაუზამაც ვერ შეუშალა.
ფრანგი თავდამსხმელი (სტატიაში სწორედ ასეა მოხსენიებული) გოლს იტანს საშუალოდ ყოველ 80 წუთში და ამ ფაქტის უყურადღებოდ დატოვება არ ღირს.
საინტერესოა, სურს თუ არა მეცს მისი გაყიდვა და ამ შემთხვევაში რა თანხას მოითხოვს კლუბი თავის საკუთრებაში მყოფი ფორვარდის სანაცვლოდ?".
შეგახსენებთ, 20-წლის შემტევს "წითლებთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. საფრანგეთში დაბადებული გოლეადორი ბელგიაში ამ სეზონის ბოლომდე ითამაშებს.