ავტორიზაცია

ჩელსიდან წასვლის შანსები იზრდება - ზიეჩს ლა ლიგიდან სერიოზული მსურველი ჰყავს

ჩელსიდან წასვლის შანსები იზრდება - ზიეჩს ლა ლიგიდან სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 04 მარ 2021, 17:06

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ჰაკიმ ზიეჩმა კარიერა შეიძლება "ატლეტიკოში" გააგრძელოს, წერენ ესპანურ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის მაროკოელს ლონდონში ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და "არისტოკრატთა" ახალი მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის სამომავლო გეგმებში არ შედის.

როგოც იუწყებიან, "ატლეტიკო" ზიეჩის ყიდვას იმ შემთხვევაში ეცდება, თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არასაჭირო მოთამაშეებს გაასხვისებს.

ზიეჩი "ჩელსიში" "აიაქსიდან" 2020 წლის ზაფხულში 40 მილიონ ევროდ გადავიდა. 2020/21 წლების სეზონში მან "არისტოკრატთა" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ზიეჩის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.