ავტორიზაცია

შაპეკოენსეს ტრაგედიაში გადარჩენილი მამაკაცი მორიგი უბედური შემთხვევის მონაწილე გახდა

შაპეკოენსეს ტრაგედიაში გადარჩენილი მამაკაცი მორიგი უბედური შემთხვევის მონაწილე გახდა
თარიღი 04 მარ 2021, 19:57

ავიატექნიკოსი ერვინ ტუმირი, რომელიც 2016 წელს "შაპეკოენსეს" ავიაკატასტროფას გადაურჩა, ავტოავარიაში მოყვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, წერს The Sun.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ბოლივიელი ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც 2 მარტს ავტომაგისტრალიდან გადავარდა და 150-მეტრიან ფერდობზე ჩავარდა.

როგორც აღინიშნება, შიგნით 52 ადამიანი ისხდა, საიდანაც 21 გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი, ტუმირის ჩათვლით, სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.

შეგახსენებთ, 2016 წლის ნოემბერში ავიატექნიკოსი ბორტ LaMia Flight 2933-ის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი გახლდათ, რომლითაც ბრაზილიური კლუბი "შაპეკოენსე" სამხრეთ ამერიკის თასის საპასუხო ფინალური მატჩისთვის მიემგზავრებოდა. თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 71 ადამიანი დაიღუპა, აქედან 19 ფეხბურთელი იყო.