ავტორიზაცია

ლევერკუზენის ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლევერკუზენის ნახევარმცველს კორონავირუსი დაუდასტურდა
თარიღი 04 მარ 2021, 21:17

"ლევერკუზენის" ნახევარმცველს, ფლორიან ვირცს კორონავირუსი დაუდასტურდა, წერს კლუბის საიტი.

17 წლის ფეხბურთელი ბუნდესლიგის 24-ე ტურში "გლადბახთან" გასამართ მატჩს გამოტოვებს.

მიმდინარე სეზონში "ფარმაცევტების" რიგებში ეს კორონავირუსის უკვე მე-6 შემთხვევაა. აქამდე, ინფექცია ედმონდ ტაპსობამ, დეილი სინგკრავენმა, ვენდელმა, კერემ დემირბაიმ და ნადიმ ამირიმ გადაიტანეს. 

მიმდინარე სეზონში ვირცმა ყველა ტურნირზე ერთად "ლევერკუზენის" რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.