ეშლი იანგი შეიძლება ინტერიდან ჩისკოს კლუბში გადავიდეს
"ინტერის" ნახევარმცველი, ეშლი იანგი შეიძლება "უოტფორდში" გადავიდეს, წერს Irish Mirror.
35 წლის ინგლისელ ფეხბურთელს "ნერაძურისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.
მოგეხსენებათ, "უოტფორდი", რომელსაც თბილისის "დინამოს" ექს-მწვრთნელი, ჩისკო უდგას სათავეში, პრემიერ ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის. გუნდი ჩემპიონშიპში მე-3 ადგილს იკავებს და იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც მეორეადგილოსან "ბრენტფორდს" - 63.
იანგი "ინტერში" 2020 წლის იანვარში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ყველა ტურნირზე ერთად 26 მატჩი ჩაატარა და ორი ასისტი მიითვალა.