ავტორიზაცია

არტურო ვიდალს საფრანგეთის ჩემპიონატიდან მსურველი გამოუჩნდა

არტურო ვიდალს საფრანგეთის ჩემპიონატიდან მსურველი გამოუჩნდა
თარიღი 04 მარ 2021, 23:55

"ინტერის" ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა კარიერა შეიძლება საფრანგეთში გააგრძელოს, წერს Le 10 Sports.

გავრცელებული ცნობით, 33 წლის ჩილელისთვის "მარსელი" იბრძვის.

ფრანგული კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი გამოცდილ ფეხბურთელს ჩილეს ეროვნული ნაკრებიდან იცნობს.

ამ სეზონში ვიდალმა ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი ასისტი მიითვალა.