ავტორიზაცია

72 წლის უორნოკმა მიდლსბროსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

72 წლის უორნოკმა მიდლსბროსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 04 მარ 2021, 23:57

"მიდლსბროს" მთავარმა მწვრთნელმა, ნილ უორნოკმა გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი.

72 წლის ინგლისელ სპეციალისტთან ახალი ხელშეკრულება 2021/22 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

უორნოკი "მიდლსბროში" 2020 წლის ივნისიდან მუშაობს. ამ დროისთვის, კლუბი ჩემპიონშიპში მე-9 ადგილს იკავებს.

კარიერის მანძილზე უორნოკს "შეფილდ იუნაიტედში", "კრისტალ პალასში", "ქპრ"-ში, "ლიდს იუნაიტედში" და "კარდიფშიც" უმუშავია.