ავტორიზაცია

"ჰოლანდი მბაპეზე მეტად მაშინებს, მას ბუცის შიპებით შევუტევდი", - იენს ლემანი

"ჰოლანდი მბაპეზე მეტად მაშინებს, მას ბუცის შიპებით შევუტევდი", - იენს ლემანი
თარიღი 05 მარ 2021, 01:15

ლეგენდარულმა გერმანელმა გოლკიპერმა, იენს ლემანმა, „ბორუსიას“ ფორვარდზე, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა.

მისი ერთი თვისების გამოყოფება რომ გჭირდებოდეთ, რას დაასახელებდით?

მის სიმამაცეს.

როგორ ეცდებოდა იენს ლემანი ჰოლანდის გაჩერებას, თუ პირისპირ მოუწევდა შეხვედრა?

დამოკიდებულია მასსა და კარს შორის დისტანციაზე და იმაზე, შევძლებდი თუ არა მის გაჩერებას იქამდე, სანამ ბურთს გაიგდებდა.

მას პირდაპირ ბუცის შიპებით შევუტევდი. საინტერესოა, მოუნდებოდა თუ არა მას ამის შემდეგ ჩემთან პირისპირ შეხვედრა? (იღიმის).

გუნდის სპორტული დირექტორი რომ იყოთ, მბაპეს დაიმატებდით, თუ ჰოლანდს?

ორივეს. ერთიც და მეორეც - უნიკალური ფეხბურთელები არიან. მბაპე ტექნიკას და სისწრაფეს ითავსებს, ჰოლანდი, სწრაფ ტექნიკას და გაბარიტებს.

არასდროს არ მინახავს და არ მითამაშია ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ, როგორიც ჰოლანდია. ის უფრო მეტად შემაშინებდა, ვიდრე მბაპე, რომლის სხეულიც არ მანერვიულებს. თუმცა, ჩვენ ორ წარმოუდგენელ ფეხბურთელზე ვლაპარაკობთ.“ - აღნიშნა ლემანმა.