მოურინიო: "ხელით თამაშის წესი? ჩემი მოსაზრება მნიშვნელოვანი არ არის"
„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, „ფულემთან“ გასვლითი მოგების (0:1) შემდეგ, ხელით თამაშის წესზე ისაუბრა.
„ჩემი მოსაზრება მნიშვნელოვანი არ არის, რადგან გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ. ჩვენ უბრალოდ პატივი უნდა ვცეთ ოფიციალური პირების აზრს.
ზოგჯერ გოლები შენს სასარგებლოდ გადის, ზოგჯერ - არა. ჩემი აზრი მნიშვნელოვანი არაა.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა.
„ფულემი“ – „ტოტენჰემის“ მატჩში დაფიქსირდა საკამათო ეპიზოდი, როცა რეფერიმ დევიდ კუტმა მასპინძელთა გოლი ხელით თამაშის გამო გააუქმა.