ავტორიზაცია

შიროკოვი: "ზენიტს კვარაცხელიას სტილის მოთამაშე აკლია, ის მინიმუმ 20 მილიონი ღირს"

შიროკოვი: "ზენიტს კვარაცხელიას სტილის მოთამაშე აკლია, ის მინიმუმ 20 მილიონი ღირს"
თარიღი 05 მარ 2021, 10:45

სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რომან შიროკოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"დღევანდელ ზენიტს კვარაცხელიას სტილის ფეხბურთელი აკლია. რუსეთში მას 15 მილიონ ევროდ არავინ გაყიდის, როგორც მინიმუმ, საუბარი 20-ზე უნდა იყოს.

მოგვიანებით, ქართველი შემტევის გასხვისება 20 მილიონ ევროზე ძვირადაც შეიძლება. სანქტ-პეტერბურგელების ადგილზე, რუბინიდან ვიყიდიდი ორ მოთამაშეს:

ხვიჩას და დესპოტოვიჩს, თუმცა ეს კლუბისთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნებოდა", - განაცხადა ყოფილმა რუსმა ჰავბეკმა.

შეგახსენებთ, რუსული პრესის მტკიცებით, "წითელ-მწვანეები" თავიანთ ახალგაზრდა ვინგერს 15 მილიონ ევროდ აფასებენ.