ავტორიზაცია

სელტიკის თავდამსხმელი ლესტერს უახლოვდება

სელტიკის თავდამსხმელი ლესტერს უახლოვდება
თარიღი 05 მარ 2021, 12:18

"სელტიკის" თავდამსხმელი, ოდსონ ედუარი "ლესტერში" გადასვლასთანაა ახლოს, წერს Daily Mail.

გავრცელებული ცნობით, "მელიებმა" 23 წლის ფრანგის ტრანსფერი შეათანხმეს.

როგორც იუწყებიან, ტრანსფერი ინგლისურ კლუბს დაახლოებით 15 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

2020/21 წლების სეზონში ედუარმა "სელტიკის" რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.