ავტორიზაცია

"ეს არარეალურია!", - რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი სპარტაკში?

"ეს არარეალურია!", - რატომ ჩაიშალა კვარაცხელიას ტრანსფერი სპარტაკში?
თარიღი 05 მარ 2021, 13:46

ხვიჩა კვარაცხელიას ყოველი შთამბეჭდავი მატჩის შემდეგ, აქტუალური ხდება სხვადასხვა ისტორიები იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაიშალა მისი ტრანსფერი ამა თუ იმ გუნდში.

ამჯერად საუბარია მოსკოვის "სპარტაკის" შესახებ, რომელიც ქართველი შემტევის მიმართ დაინტერესებას სულ ცოტა ხნის წინ იჩენდა.

რუსული კლუბი დააფრთხო თანხამ, რომელიც ყაზანის "რუბინმა" თავისი ახალგაზრდა ვინგერის სანაცვლოდ მოითოვა.

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა "თეთრ-წითლების" სპორტულმა დირექტორმა, დმიტრი პოპოვმა, რომელმაც განაცხადა შემდეგი:

"კვარაცხელიას სანაცვლოდ მოგვთხოვეს 20 მილიონი ევრო, რაც ნამდვილად არარეალური თანხაა!", - განაცხადა რუსმა ფუნქციონერმა.