ავტორიზაცია

პრემიერ ლიგამ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ნომინანტები გამოაცხადა, ბრუნო ისევ არის

პრემიერ ლიგამ თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების ნომინანტები გამოაცხადა, ბრუნო ისევ არის
თარიღი 05 მარ 2021, 16:10

პრემიერ ლიგამ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც თებერვლის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ.

ამ ჯილდოზე შემდეგი მოთამაშეები არიან ნომინირებულნი:

იოაკიმ ანდერსენი (ფულემი, მცველი) – 6 მატჩი, 4 მშრალად შენახული კარი, 1 საგოლე გადაცემა

ჰარვი ბარნსი (ლესტერი, ნახევარმცველი) – 5 მატჩი, 2 გოლი, 1 ასისტი

ჟოაო კანსელუ (მან. სიტი, მცველი) – 5 მატჩი, 2 მშრალად შენახული კარი

ბრუნო ფერნანდეში (მან.იუნაიტედი, ნახევარმცველი) – 5 მატჩი, 4 გოლი, 3 ასისტი

ილკაი გუნდოგანი (მან.სიტი, ნახევარმცველი) – 5 მატჩი, 4 გოლი, 1 ასისტი

ჯესი ლინგარდი (ვესტ ჰემი, ნახევარმცველი) – 5 მატჩი, 3 გოლი, 1 ასისტი

რუბენ ნევეში (ვულვზი, ნახევარმცველი) – 5 მატჩი, 3 გოლი, 1 ასისტი

რაფინია (ლიდსი, ნახევარმცველი) – 6 მატჩი, 2 გოლი, 1 ასისტი.

იანვრის საუკეთესოდ ამ თვეში ნომინირებული ილკაი გუნდოგანი დასახელდა, იქამდე ზედიზედ ორჯერ კი - ბრუნო ფერნანდეში. 2020 წლის იანვარში „მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ, ბრუნომ ეს ჯილდო უკვე 4-ჯერ მოიგო.