ავტორიზაცია

ღუდუშაურის ბრწყინვალე მატჩი - დილამ სამტრედია დაამარცხა

ღუდუშაურის ბრწყინვალე მატჩი - დილამ სამტრედია დაამარცხა
თარიღი 05 მარ 2021, 17:11

ეროვნული ლიგის მეორე ტურში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "სამტრედიასა" და გორის "დილას" შორის.

გორელებმა ანგარიში თამაშის სტარტზევე გახსნეს. თავი პაატა ღუდუშაურმა გამოიჩინა, რომელიც მინდორზე საუკეთესო იყო.

ღუდუშაურმა მეორე გოლი დროსაც იაქტიურა და ამჯერად იმერელთა კარი ირაკლი ბუღრიძემ აიღო.

საბოლოოდ, "დილამ" ეს უპირატესობა მშვიდად შეინარჩუნა. 0:2 იმარჯვა და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო.

ორი ტურის შემდეგ, ეროვნული ლიგის ცხრილს სწორედ გორელები ლიდერობენ.