ავტორიზაცია

"მთავარი სიმწვავე მისგან მოდის", - ხვიჩამ ზენიტის მწვრთნელიც აალაპარაკა

"მთავარი სიმწვავე მისგან მოდის", - ხვიჩამ ზენიტის მწვრთნელიც აალაპარაკა
თარიღი 05 მარ 2021, 18:47

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი სემაკმა, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო.

უახლოეს პერიოდში, კერძოდ კი რუსეთის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში, კვარას სწორედ სემაკის გუნდის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

„ეს გუნდი კარგად, აგრესიულად თამაშობს და სწრაფი შეტევებიც ეხერხება. რა თქმა უნდა, მათი ლიდერი ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიაა. ის საუცხოოდ გამოიყურება და გუნდის სიმწვავის უდიდესი ნაწილი სწორედ მასზე მოდის.“ - ციტირებს სემაკის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას ლიდერობით „რუბინმა“ „სპარტაკს“ 2:0 მოუგო - ხვიჩამ ერთ გოლზე ასისტი მიითვალა, მეორეზე კი კარში დაარტყა და ყაზანელებმა გოლი დამატებაზე გაიტანეს.

მატჩი „რუბინი" - „ზენიტი" 8 მარტს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.