ავტორიზაცია

პარიზში პიკეს გარეშე - ბარსელონამ დაცვის ლიდერი ისევ დაკარგა

პარიზში პიკეს გარეშე - ბარსელონამ დაცვის ლიდერი ისევ დაკარგა
თარიღი 05 მარ 2021, 18:54

„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ მორიგი ტრავმა მიიღო.

როგორც ესპანური პრესა იუწყება, „სევილიასთან“ კოპა დელ რეის ნახევარფინალში მიღებული დაზიანების გამო, პიკეს დაახლოებით 3 კვირა გაუცდება.

შესაბამისად, ის თავის გუნდს „პსჟ-სთან“ საპასუხო მერვედფინალურ დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება, რომელიც 10 მარტს, 23:55 საათზე შედგება.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი „კამპ ნოუზე“ პარიზელთა გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. სწორედ იმ მატჩში შედგა პიკეს დაბრუნება 3-თვიანი ტრავმის შემდეგ.

პარიზში, „ბარსელონას" მინიმუმ 4 უპასუხო გოლი ექნება გასატანი.

შეგახსენებთ, რომ „ბარსამ" „სევილიას" „კამპ ნოუზე" პირველ მატჩში 0:2 წაგების შემდეგ დაუქამბექა და დამატებით დროში 3:0 მოუგო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე ექსტრა-ტაიმში თამაში სწორედ პიკეს მიერ გატანილმა გოლმა გადაიყვანა.