ავტორიზაცია

არსენალი ჩემპიონშიპის საუკეთესო ბომბარდირს უმიზნებს

არსენალი ჩემპიონშიპის საუკეთესო ბომბარდირს უმიზნებს
თარიღი 05 მარ 2021, 21:05

"არსენალმა" შესაძლოა "ბრენტფორდის" თავდამსხმელ ივან ტონის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი გადაიხადოს, წერს Football London.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის შემტევით "ვესტ ჰემიც" ინტერესდება.

"ბრენტფორდი" ამჟამად ჩემპიონშიპში მეორე ადგილს იკავებს, ტონი კი 33 მატჩში გატანილი 25 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

Transfermarkt-ის ვერსიით, ფეხბურთელის ფასი 10 მილიონია, "ბრენტფორდი" კი 30 მილიონს ითხოვს.

ტონის პრემიერ ლიგაში უკვე უთამაშია, სადაც 2015/16 წლებში "ნიუკასლის" მაისურით ორი შეხვედრა ჩაატარა.