სკანდალი მადრიდში - რონალდომ რეალისგან 1 მილიონი ევრო უკანონოდ მიიღო

"რეალის" ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობისგან კონკრეტული თანხა უკანონოდ მიიღო, იტყობინება ესპანური გამოცემა Sport.es.
მადრიდულმა გრანდმა 2016 წელს ბრაზილიელი კლუბის ელჩის თანამდებობაზე დანიშნა, მაგრამ არა ოფიციალურად. რონალდოს ხელფასი 1 მილიონი ევრო გახლდათ. რადგანაც "რეალს" კლუბის ექს-ფეხბურთელი პოსტზე ოფიციალურად არ დაუნიშნავს, საგადასახადო ორგანოებისთვის ანგარიშის წარდგენას თავი აარიდა.
რონალდო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი ორჯერ გახდა და კონფედერაციის თასიც მოიგო. კარიერის განმავლობაში მას "კრუზეიროს", "პსვ"-ს, "ბარსელონას", "ინტერის", "რეალის", "მილანისა" და "კორინთიანსის" ღირსება დაუცვია.
რონალდომ კარიერა 2011 წელს, 34 წლის ასაკში დაასრულა. 2018 წლიდან ბრაზილიელი საფეხბურთო კლუბ "ვალიადოლიდის" პრეზიდენტია.