"კარიერის ჩელსიში დასრულება ჩემი ოცნებაა", - ოსკარს ლონდონში დაბრუნება უნდა

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ოსკარმა განაცხადა, რომ "ჩელსიში" დაბრუნება და კარიერის იქ დასრულება უნდა.
"ჩელსიში" კარიერის დასრულებაზე ვფიქრობ, რადგან საუკეთესო პერიოდი სწორედ ლონდონში გავატარე. "ჩელსი" საკუთარი თავის გაუმჯობესებაში და ოცნებების ასრულებაში დამეხმარა: ჩემპიონთა ლიგაზე, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და პრემიერ ლიგის მოგება".
"ჩელსიში" ბევრი მეგობარი დამრჩა. თუ "ჩელსიში" დაბრუნების და კარიერის იქ დასრულების შანსი გამიჩნდება - ოცნება ამიხდება. რა თქმა უნდა, "ჩელსის" ასაკოვანი ფეხბურთელების შეძენა არ უყვარს, რაც ევროპის საუკეთესო გუნდისთვის ნორმალურია. მაგრამ მთელი ძალებით ვეცდები ფორმის შენარჩუნებას, რათა ლონდონში დავბრუნდე", - ციტირებს ოსკარის სიტყვებს TalkSport.
შეგახსენებთ, ოსკარი "არისტოკრატთა" ღირსებას 2012 წლის ივლისიდან 2017 წლის იანვრამდე იცავდა, შემდეგ კი 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ "შანხაი სიპგ"-ში გადავიდა.