"მისი გაშვება შეცდომა იყო", - ფორლანმა სუარესის ბარსადან წასვლა რეალიდან რონალდუს წასვლას შეადარა
"ატლეტიკოს" ექს-თავდამსხმელმა, დიეგო ფორლანმა "ბარსელონადან" ფორვარდ ლუის სუარესის წასვლაზე ისაუბრა.
"ბარსელონას" ლუისი აკლია. იგივეა, როგორც კრიშტიანუ რონალდუს წასვლა "რეალიდან". უბრალოდ რონალდუ არ წასულა, არამედ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მასთან ერთად 50 გოლიც წავიდა".
"რა თქმა უნდა, ეს დიდი შეცდომა იყო. როგორც კი "ბარსელონამ" თქვა, რომ სუარესი იყიდებოდა, უკვე ვიცოდი, ეს შეცდომა იყო. ვიცი, საქმე მის ასპარეზობაში არ არის", - ციტირებს ფორლანის სიტყვებს Goal.com.
მიმდინარე სეზონში სუარესმა ლა ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა, აგრეთვე 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.